ევოლუციური მოძღვრება - პასუხები
მომდევნო თემა იქნება ადამიანის ანატომია1. ევოლუციური მოძღვრების ფუძემდებელია ჩარლზ დარვინი .
2.ევოლუციის მამოძრავებელ ძალებს წარმოადგენს:ცვალებადობა,არსებობისთვის ბრძოლა,ბუენბრივი გადარჩევა.
3. ბუნებრივი გადარჩევა არის პროცესი, რომლის დროსაც გადარჩებიან და შთამომავლობას დატოვებენ უპირატესად ის ინდივიდები, რომლებსაც სასარგებლო მემკვიდრული ცვალებადობა აღმოაჩნდებათ მოცემულ გარემოპირობებში.
4. ხელოვნური გადარცევა არის ადამიანის მიერ წარმართული რპოცესი როდესაც ჩნდებიან ახალი ჯიშები - ადამიანისატვის ხელსაყრელი ნიშან-თვისებებით.
5. ევოლუციის უმცირესი ერთეულია პოპულაცია.
7. კარლ ლინე იყო მე-18 საუკუნის შვედი ექიმი და ნატურალისტი.
8. კარლ ლინემ ორგანიზმები დაყო სახეობებად , გვარებად კლასებად ; შემოიღო ორმაგი ლათინური სახელწოდებები.
9.კარლ ლინე ის ამბობდა, რომ სახეობა არის იმდენი, რამდენიც უფალმა შექმნა, რაც , ბუნებრივია, არასწორია.
10. ლამარკი იყო XVIII-XIX საუკუნის ფრანგი მეცნიერი.
11. ლამარკმა აღიარა სახეობათა ცვალებადობა , ანუ ის არ იზიარებდა კარლ ლინეს მოსაზრებას , რომ სახეობა იმდენია რამდენიც უფალმა შექმნა, ლამარკის მოსაზრებით სახეობები ვითარდებოდნენ დროთა განმავლობაში ( გრადაცია - განვითარება მარტივიდან რთულისაკენ). ლამარგი მიიჩნევდა, რომ ყველა ცვლილება რაც სახეობაში ხდება არის სასარგებლო და ევოლუციის მამოძრავებელ ძალად ორგაანიზმის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ მიაჩნდა.(მაგ, ჟირაფს კისერი იმიტო დაუგრძელდა რომ საჭმელს ვერ წვდებოდა და ნელ-ნელა გაუვარჯიშდაო )
12.ლამარგი მიიჩნევდა, რომ ყველა ცვლილება რაც სახეობაში ხდება არის სასარგებლო და ევოლუციის მამოძრავებელ ძალად ორგაანიზმის სწრაფვა სრულყოფილებისაკენ მიაჩნდა. ეს ორივე არასწორი აღმოჩნდა.
13. დარვინისა და უოლესის მიხედვით არის ორგანიზმთა განვითარება , რომელიც გამოწვეულია მემკვიდრული ცვალებადობითა და არსებობისათვის ბრძოლით ( ესენია ფაქტორები , მასალები) ბუნებრივი გადარჩევის საფუძველზე ( ეს არის ევოლუციის მამოძრავებელი ძალა).
14. პოპულაცია არის ერთი სახეობის თავისუფლად შეჯვარებად ინდივიდთა ერთობლიობა , რომელიც ხაგრძლივად არსებობს გარკვეულ არეალში დაშედარებით გამოცალკევებულია ამავე სახეობის სხვა ჯგუფებისაგან.
15. სახეობა არის ინდივიდთა ერთობლიობა , რომლებისთვისაც დამახასიათებელია მორფოლოგიურ , ფოზიოლოგიურ , ბიოქიმიურ თავისებურებათა მემკვიდრეობითი მსგავსება , თავისუფალი შეჯვარება და ნაყოფიერი შთამომავლობის მოცემა, სიცოცხლის განსაზღვრულ პირობებთან შეგუება და ბუნებაშ გარკვეული ადგილის , არეალის დაკავება.
16. სახეობებს განასხვავებენ შემდეგი კრიტერიუმებით : მორფოლოგიური , ფიზიოლოგიური , გენეტიკური , გეოგრაფიული და ეკოლოგიური.
17.მორფოლოგიური კრიტერიუმი ითვალისწინებს შნაგანი და გარეგანი აგებულების მსგავსებას.
18. გენეტიკური კრიტერიუმი ითვალისწინებს ქრომოსომათა კომპლექსის ზუსტად განსაზღვრულ რიცხვს , ზომას , ფორმას.
19. ფიზიოლოგიური კრიტერიუმი ითვალისწინებს ცხოველქმედების მსგავსებას ( მაგალითად , გამრავლება ავიღოთ, სხვადასხვა სახეობის ინდივიდები, როგორც წესი , არ ეჯვარებიან ერთმანეთს ან უნაყოფო შთამომავლობას ტოვებენ. მაგრამ არიან გამონაკლისებიც ( ტირიფის ზოგიერთი სახეობა, ალვის ხის ზოგიერი სახეობა) ასე რომ , მარტო ეს კრიტერიუმიც არ კმარა მხოლოდ.
20.გეოგრაფიული კრიტერიუმი ითვალისწინებს განსაზღვრულ არეალს , რომლიც სახეობას უკავია.
21. ეკოლოგიური კრიტერიუმი ითვალისწინებს იმ გარემო ფაქტორებს, რომელშიც სახეობას უწევს არსებობა.
22.მემკვიდრეობითობა არის ორგანიზმის თვისება , შეინარჩუნოს და შთამომავლობას გადასცეს წინაპართაგან (წინაპრისგან) მიღებული ნიშან-თვისებები.
23. ცვალებადობა არის ორგანიზმის თვისება ინდივიდუალური განვითარების პროცესში შეიძინოს ახალი ნისან-თვისება (თვისებები).
24. არამემკვიდრული (მოდიფიკაციური ) ცვალებადობას იწვევს გარემო ფაქტორები , მაგალითად ტემპერატურის გაზრდამ შეიძლება დააჩქაროს მცენარის ზრდა.. რაც მთავარია ამ დროს გენეტიკური კომპლექსი არ იცვლება.
25. მემკვიდრული ცვალებადობის დროს იცლება მემკვიდრული მასალა , ეს შეიძლება მოხდეს მუტაციებით , კომბინაციური ცვალებადობით ან შეფარდებით ცვალებადობით.( მუტაცია - გენების ცვლილება ; კომბინაციური ცვალებადობა არის გენთა ახალი კომბინაციების წარმოქმნა შთამომავლობაში; შეფარდებითი ნიშნავს რომ ერთი გენი შეიძლება ზეგავლენას ახდენდეს არა ერთ არამედ ორი და მეტი ნიშან-თვისების ჩამოყალიბებაზე.
26.არსებობისათვის ბრძლას იწვევს შეუსაბამობა პოპულაციაში წარმოშობილ ინდივიდთა რიცხვსა და მათი არსებობისა და გამრავლებისთვის საჭირო რესურსებს შორის. ინდივიდი მიმართულია იმისკენ რომ გადარჩეს და დატოვოს შთამომავლობა , ამისთვის იბრძვის იგი.
27. შიდასახეობრივი ბრძლა არსებობისათვის , მიმდინარეობს ერთი სახეობის შიგნით (ერთი პოპულაციის შიგნით უფრო მწვავეა , შიძლება ერთი სახეობის სხვადასხვა პოპულაციამ არც გაუწის ერთმანეთს კონკურენცია , შეხებაც არ ჰქონდეთ ) და გამოწვეულია მდედრით( თუ სქესობრივი გამრავლებაა) , საარსებო გარემოთი , საკვებით. არსებობისათვის ბრძოლა არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც ისე , რომ გამწარებული ბრძოლა მიდის , ამის მაგალითზწე გეტყვით რომ სეიძლება მდედრმა სხვის შვილს მოუაროს , გამოკვებოს დაიცვალ რატომ ? იმიტომ რომ ბრძლა არსებობისთვის მიმართულია მთლიანი სახეობის გადასარცენად , ის მდედრიც მაშინ სახეობაზე ზრუნას , ანუ "თავისიანს" გადაარჩენს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დედამ შვილი გაწიროს , იმიტომ რომ უფრო ძლიერ შვილებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ და თუ საკვები ყველას არ ყოფნის დედას ურჩევნია სუსტი მოკლას , ძლიერებს გადარჩენის მეტი შანსი მისცეს. აქიდანაც დავასკვნით რომ გადარცენისათვის ბრძოლა ორიენტირებულია მთლიანი სახეობის და არა კონკრეტული ინდივიდის გადარჩენაზე. ეს არ ნიშნავს რომ დედა შვილს არ დაიცავს , როგორ არა , მაგრამ თუ არჩევანია ცოტასა და ბევრს შორის , იგი ბევრის გადარჩენას გადაწყვეტს.
28.სახეობათაშორისი ბრძოლა გადარჩენისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობას შორის ,საკვებისთვის , საარსებო გარემოსთვის. მდედრისთვის , ბუნებრივია , არ იქნება. არც აქ არის აუცილებელი მაინცდამაინც ერთმანეთი დახოცონ ,შეიძლება დაეხმარონ კიდეც , მაგალითად მცენარე და დამტვერავი , დამტვერავი რესურსს იღებს , მცენარე კი მრავლდება გადატანილი თესლით.
29.არახელსაყრელ გარემო პირობებთან ბრძოლა ნიშნავს აბიოტურ ფაქტორებთან ბრძოლას , მაგალითად ტემპერატურასთან. კაკტუსს ეკლები აქვს ფოთლების მაგივრად რომ ნაკლები წყალი ააორთქლოს , ვეშაპს 1მ სისქის ცხიმი აქვს ცივ პირობებში რომ უწევს ცხოვრება იმის გამო.
30.ბუნებრივი გადარჩევა არის პროცესი , რომლის შედეგადაც ბუნებაში გადარჩება და შთამომავლობას დატოვებს ის , რომელსაც მოცემულ პირობებეშ სასარგებლო მემკვიდრული ცვლილებები აღმოაჩნდება.
31.
A) მასტაბილიზირებელი გადარჩევა მიმართულია კონკრეტული ნიშან თვისების შენარჩუნებისკენ , ამ ერთ მნიშვნელობიდან მკვეთრად გადახრილები დაიღუპებიან. მასტაბილიზირებელი ხელს უწყობს ნიშან-თვისებების შენარჩუნებას ამის მაგალითია ზოგიერთი ორგანიზმი რომელიც მილიონობით წლის მანძლზე არ შეცვლილა.
B) მამოძრავებელი გადარცევა მიმართულია შუალედური მნიშვნელობის საპირისპიროდ , ანუ პირიქითაა ვიდრე მასტაბილიზირებელი. აქ უპირატესობა ენიჭება ფართოდ გავრცელებული ნიშან-თვისებებიდან გადახრის. ასეთი რამ ხდება გარემო პირობების შეცვლის შედეგად, მაგალითად გარემო ისეთი იყო რომ თეთრ ორგანიზმებს ენიჭებოდათ უპირატესობა , სიტყვაზე ნაკლებად ჩანდნენ გარემოს ფონზე , მარა შეიცვალა ეს გარემო და შავები უფრო შეუმჩნეველი არიან , მაშინ შავები გადარჩებიან , ნელ-ნელა უფრო გამრავლდებიან , თეთრები პირიქით , ნელ-ნელა დაიღუპებიან.
C) დიზრუპტული გადარჩევა მოქმედებს შუალედური ნშნის საწინაარმდეგოდ და იწვევს რამდენიმე ფენოტიპის არსებობას პოპულაციაში.
32.
ა)დივერგენცია არის ნიშან-თვისებების დაცილების პროცესი , რომელიც შემდეგ იწვევს სახეობაში ახალი დაჯგუფებების წარმოქმნას.
ბ)კონვერგენცია არის ნიშან-თვისებების დაახლოვების პროცესი.
გ) გენთა ნაკადი არის გენთა მიმოცვლა პოპულაციებს შორის.
დ)გენთა დრეიფი არის ალელთა სიხშირის ცვლილება .
ე) პოპულაციური ტალღები არის პოპულაციაში ინდივიდთა რიცხვის ცვლილება.
ვ)იზოლაცია არის სადენების დასახვევი კი არა და სხვადასხვა დაბრკოლების წარმოქმნა ინდივიდთა თავისუფალი შეჯვარების დროს. ეს ხელს უწყობს პოპულაციის კიდევ უფრო დაცილებას.
ზ) მაკროევოლუცია არის ზესახეობრივი ევოლუცია , წარმოიქმენა ახალი გვარები , ოჯახები , კლასები. მიმდინარეობს დროის დიდ პერიოდში და დაკვირებას არ ექვემდებარება.
თ) მიმდინარეობს სახეობის შიგნით და ცვლის მას. მიმდინარეობს დროის მცირე მონაჯკვეთში , დაკვირვებადია. ახალი სახეობები წარმოიქმნება.
33.ალოპატრიული ანუ გეოგრაფიული სახეობათწარმოქმნა დაკავშირებულია დიფერენცირებული ჯგუფების სივრცობრივ იზოლაციასთან და შესაძლბელია განხორვიელდეს არეალის გაფართოვებით ან საარსებო არეალის დანაწევრებით სხვადასხვა ზღუდეებით (მდინარე , მთა , კლიმატი ... )
34. სიმპატრიული სახეობათწარმოქმნის დროს სახოების ჩამოყალიბების [რპცესი მიმდინარეობს ძველი სახეობის განსახლების არეალში. მიზეზები : პოლიპლოიდია , სახეობათა ჰიბრიდიზაცია , პოპულაციის შემადგენელი ჯგუფების ერთმანეთისგან სივცობრივად ან დროში გამიჯვნა, განცალკევებულ ჯგუფებში რეპროდუქციული იზოლაციების ჩამოყალიბება.
35.ონტოგენეზი არის ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება.
ბ) ფილოგენეზი არის ორგანული სამყაროს ( ორგანიზმის ) ევოლუციური განვითარება.
36.მიულერისა და ჰეკელის მიერ დადგენილი ონტოგენეზსა და ფილოგენეს შორის თანაფარდობის კანონი მდგომარეობს შემდეგში :ყოველი არსება თავის ინდივიდუალურ განვითარებაში იმეორებს თავისი სახეობის განვითარების ისტორიას , ანუ ონტოგენეზი არის ფილოგენეზის , მოკლე გამეორება. მაგალითად , უკლებლივ ყველა ხერხემლიან ცხოველს ონტოგენეზში უჩნდება ქორდა - ნიშანი , რომელიც დამახასიათებელი იყო წინაპრისათვის ; უკუდო ამფიბიების თავკომბალას უვითარდება კუდი. ესაა მათი კუდიანი წინაპრების ნიშნების გამეორება...
37. ევოლუციის დამამტკიცებელი საბუთები :
ა) მოლეკულური ბიოლოგიის (სხვადასხვა ორგანიზმის უჯრედის ქიმიური შემადგენლობისა და ნივთიერებათა ცვლის მსგავსება , ვირუსებიდან დაწყებული ადამიანით დამთავრებული მემკვიდრული ინფრომაციის გადაცემა ნუკლეინის მჟავებთან , ხოლო გამოვლინება ცილებთან არის დაკავშირებული...
ბ) ციტოლოგიური - უჯრედთა აგებულების , მისისტრუქტურების ფუნქციების მსგავსება სხვადასხვა ორგანიზმებში.
გ) ებრიოლოგიური - სხვადასხვა ორგანიზმების ჩანასახები ერთმანეთს ძალიან გავს , შემდეგ კი ნელ-ნელა თავს იჩენს კონკრეტული სახეობისათვის დამახასიათებელი ნიშან თვისებები.
დ) ანატომიის - ჰომოლოგიური( წარმოშობა ერთნაირი , ფუნქცია სხვადასხვა ) და ანალოგიური (წარმოშობა სხვადასხვა , ფუნქცია ერთნაირი ) ორგანოების არსებობა , რუდიმენტი ( ფუნქციადაკარგული ორგანოს ნაშთი - კუდუსუნის მალები , სიბრძნის კბილი) , ატავიზმი ( წინაპრისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლინება , მაგალითად ჭარბთმიანობა ან რამე ეგეთი)
ე) უფრო ღრმა ნამარხებში უფრო მარტივი ორგანიზმებია აღმოჩენილი , შესაბამისად ვასკვნით, რომ ორგანიზმები მარტივიდან რთულისაკენ ვითარდებოდნენ.
38. ადაპტაცია არის ორგანიზმის მორფოლოგიურ , ფიზიოლოგიურ , ქცევით თავისებურებათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტულ საარსებო გარემოში სახეობის არსებობას.
39. ა)ქცევითი ადაპტაცია არის , მაგალითად მუქარის პოზა , ორგანიზმი თითქოს აფრთხილებს სხვას რომ არ მიუახლოვდეს თორემ საქმე ცუდად ექნება . ასევე ქცევით ადაპტაციებს მიეკუთვნება მიგრაციების , საქორწილო რიტუალები , ორთაბრძოლა მდედრისათვის , ზრუნვა შთამომავლობაზე...
ბ)ფიზიოლოგიური ადაპტაცია არის, მაგალითად, ჰომეოსტაზის შენარჩუნების უნარი . ურგანიზმის უნარი შეინარჩუნოს შინაგანი არის სტაბილურობა და ფიზიოლოგიური პარამეტრები მუდმივად ცვლად გარემოპირობებში. (სხეულის ტემპერატურა, Ph , ელექტროლიეტების რაოდენობა... )
გ) სტრუქტურული ადაპტაციის მაგალითია ფრთების განვითარება , ფარფლების განვითარება, მფარავი და გამტარი ქსოვილების ჩამოყალიბება...
40. მფარველობითი (კრიპტული) შეფერილობა ორგანიზმს გარემოს ფონზე ძნელად შესამცნევს ხდის.
41.დანაწევრებითი(დიზრუპტული) შეფერილობა არის როცა ცხოველებს კონტრასტული ზოლები ან ხალები აქვთ და გარემოს ფონზე "იკარგებიან"
42. გამაფრთხილებელი (აპოსომმატური) შეფერილობის დროს , ორგანიზმს აქვს მკვეთრი , თვალშისაცემი შეფერილობა. ამით მიანიშნებს რომ საშიშია , შხამიანია...
43. შეგუებლობები შეფარდებით ხასიათისაა ანუ რომელიმე შეგუებლობა აბსოლუტურ დაცვას არ უზრუნველყობს . შეიძლება ერთ შემთხვევაში სასარგებლო აღმოჩნდეს მაგრამ მეორე შემთხვევაში უსარგებლო.(ჩემი გადაკეთებით )
44.ბუნებრივი გადარჩევისას წარმოიქმნება სახეობები , ის ადამიანის ჩარევის გარეშე მიმდინარეობს . გადარჩებიან გარემოსთან უკეთ შეგუებული , უკეთესი ( სასარგებლო) მემკვიდრული ცვალებადობის მქონენი. ხელოვნური გადარჩევა ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული და წარმოიქმნებიან ახალი ჯიშები. ასეთი ორგანიზმები ადამიანის მოთხოვნილებებს ემსახურებიან , მაგალითად, იწველებიან უფრო ბევრს , მეტი ხორცი აქვთ ან რაიმე სხვა სასარგებლო თვისება გააჩნიათ, დამოკიდებული ადამიანის სურვილზე. ასეთი ორგანიზმები არ არიან შეგუებული გარემო პირობებს და ადმიანის მოვლას საჭიროებენ .
45. აროგენეზი არის ევოლუცისს მიმართულება რომელიც იწვევს ცოცხალ არსებათა ორგანიზაციის საერთო დონის ამაღლებას , ახალი , ტიპებისა და კლასების წარმოქმნას, სასიცოცხლო პროცესების ინტენსივობის ზრდას. მას არ ახასიათებს კონკრეტული საარსებო გარემოსათვის რაიმე ვიწრო შგუებლობის წარმოქმნა. (აროგენეზის მაგალიტებია : მრავალუჯრედიანობა და ქსოვილების წარმოქმნა ; ყვავილის , ნაყოფის , თესლის გაჩენა; ფულტვებისა და გულის გართულება ; სისხლის მომოქცევის ორი წრის გაჩენა , შინაგანი განაყოფიერება, ცოცხალმშობიარობა ...
46. ალოგენეზი იწვევს მცირე ევოლუციურ ცვლილებებს და ხელს უწყობს ვიწრო შეგუებლობების წარმოქმნას. არ იცვლება ორგანიზმის ძირითადი ნიშნები და ცხოველქმედების ინტენსივობა. წარმოიქმნება ახალი სახეობები , გვარები , ოჯახები. ( მაგალითად , კვების თავისებურებასტან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ნისკარტის წარმოქმნა, ნაყოფისა და თესლის გავრცელების შეგუებულობები...)
47. კატაგენეზი იწვევს ორგანიზაციის დონის დადაბლებას , ეს უმეტესად ხდება პარაზიტული ცხოვრების ნირზე გადასვლისას. მაგალითად, პარაზიტულ მცენარე აბრეშუმას არ აქვს ქლოროპლასტები და ფოტლები , სამაგიეროდ ფესვების ნაცვლად აქვს მისაწოვრები ; თხუნელას, გამოქვაბულის თევზებს - თვალების ატროფია. კატაგენეზი არ გამორიცხავს სახეობის აყვავებას, ანუ სახეობა შეიძლება გამარტივდა მარა შეეგუა კონკრეტულ გარემოს და "გამარტივებულად" აგრძელებს არსებობას.
48. ბიოლოგიური პროგრესი არის ევოლუციის მიმართულება, რომლის დროსაც ცვალებადობას თან სდევს სახეობის აყვავება მისი რიცხოვნობის ზრდა, არეალის გაფართოება.
48. ბიოლოგირუი რეგრესი არის ბიოლოგიური პროგრესის საწინააღმდეგო პროცესი , რა დროსაც ინდივიდთა რაოდენობა მცირდება , საარსებო არეალი მცირდება.. საბოლოოდ ეს იწვევს სახეობის გადაშენებას.
49.ბიოლოგიური რეგრესი არის ბიოლოგიური პროგრესის საწინააღმდეგო პროცესი.