Sunday, June 8, 2014

ესეც ანატომიის კითხვები
პასუხები დაიდება სამშაბათს...



1. რომელია ყველაზე დიდი ჯირკვალი?
2.საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელ ნაწილში ხდება ყველაზე დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა?
3.დაასახელეთ ექსკრეტორული ორგანოები
4.როგორ თავისუფლდება ადამიანის ორგანიზმი მძიმე მეტალებისაგან?
5. რა არის მოთავსებული გრძელი ძვლის თავებში?
6. რა ქმნის ორგანიზმის თხევად შინაგან გარემოს ?
7. რა განაპირობებს გულის კუნთის რიტმულ მუშაობას?
8. დაასახელეთ ეგზოკრინული ჯირკვლები.
9. რომელი ჯირკვლის დისფუნქციის დროს ვითარდება აკრომეგალია?
10.რა იწვევს დაავადება პროგერიას?
11. რატომ არის, რომ ხელით რეცხვისას ზურგი უფრო იღლება ვიდრე ხელები ?
12. რას უწოდებენ სისხლის ფირფიტებს ?
13. რატომ არის მავნებელი სწრაფი ჭამა ?
14.რა გზით იკვებება ნეირონი?
15. შერეული სეკრეციის ჯირკვლებია : ?
16. რა ქმნის ზურგის ტვინის რუხ ნივთიერებას
17. რა არის რეაქციის ნორმა ?
18. დაასახელეთ ანტაგონისტი ჰორმონები
19. რომელი რეფლექსური რკალები გადის მოგრძო ტვინში ?
20. დაასახელეთ ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი ანტიდიურეზული (სწორად დავწერე ? ) ჰორმონი ?
21.რატომ არ აქვთ ზედა ღრუ ვენებს სარქველები ?
22. რომელი სისხლძარღვი კვებას გულის კუნთს ?
23. რა ეწოდება ფაგის მიერ ერთი ბაქტერიის დნმ-ის გადატანას მეორე ბაქტერიაში ?
24. რა სახის ქსოვილია დერმა და ძვლისსაზრდელა ?
25.სადაა მოთავსებული ძვლის ყვითელი ტვინი?
26.მარილმჟავაში მოთავსების შემდეგ ძვლიდან გამოირეცხება...
27.რა უზრუნველყოფს ძვლის სიგრძეში ზრდას?სისქეში?
28.კუნთოვანი ბოჭკოს შემადგენლობაში შემავალი მიოფიბრილები,თავიანთი ქიმიური ბუნებით წარმოადგენენ...
29.რომელია ანტაგონისტი კუნთები და ანტაგონისტი ჰორმონები?
30.რას იწვევს კუნთებსი რძემჟავას დაგრვება?
31. რას ეწოდება ატავიზმი , რუდიმენტი ?
32.რომელი ფერმენტი გამოიყოფა პირის ღრუში
33.რა ეწოდება მბგერ იოგებს შორის სივრცეს?
35.ხელის მოხრისას რომელი კუნთია შეკუმშული და რომელი მოდუნებული? 36.ჩირქი რომელიც ქსოვილებში ანთების დროს ქარმოიქმნება არის.. 36 როგორია.ფილტვის და გულმკერდის ამყოლი პლევრის წარმომქმნელი ქსოვილი ?
37. სად გარდაიქმნება ვენური სისხლი არტერიულად ?
38.რა ეკვრის ტრაქეას უკან ? ( საყლაპავი მილი , ბრონქები , ყია , ხორხი )
39.რა მიმართულებით მოძრაობს ჩასუნთქვისას ადამიანის ნეკნები და დიაფრაგმა ?
40.რა არის სისხლი? (რა კითხვა დავსვი  იმედია არ წაშლი Dante :D)
41.რას ეწოდება ფილტვის ფესვი?
42.რას ეწოდება ფილტვის კარი?
43.ჩამოთვალეთ კანის ფერზე დამოკდიებული ოთხი პიგმენტის სახელწოდება:
44.რა ეწოდება მედიცინის დარგს სისხლის შესახებ?
45.რისგან შედგება სისხლი?
46.დაახლოებით რამდენი ლიტრი სისხლი აქვს ზრდასრულ ადამიანს?
47.დაახლოებით ნაწლავის სიგრძე რამდენი სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს?
48.ნაწლავის უჯრედების მიერ გამომუშავდება პეპტიდური ჰორმონები,ჩამოთვალეთ რამდენიმე მათგანი:
49.რა რეალიზდება ნაწლავებში აღმოჩენილი T-ლიმფოციტების სხვადასხვა პოპულაციების საშუალებით
50.ჯირკვალი რომელიც ერთდროულად შინაგანი სეკრეცისაცაა და გარეგანიც.
51.რა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას?

0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home